Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კაწროს“ ეპიზოდზე გვარამიას ქარტიის ერთი პრინციპის დარღვევა დაუდგინეს, ორ შემთხვევაში - არა


საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ განიხილა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ განცხადება, რომლითაც ჯერ ავთანდილ ბილანიშვილმა (მეტსახელად „კაწრომ“) მიმართა, მოგვიანებით კი განმცხადებლად მისი ცოლი ნათია რუხაია დარეგისტრირდა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიამ ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვია. რუხაია სადავოდ ხდიდა 2020 წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი, შესაძლოა, ავთანდილ ბილანიშვილი ყოფილიყო.

ნათია რუხაია ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭომ ამ ნაწილზე დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

რადიო თავისუფლება ელაპარაკა „მთავარი არხის“ იურისტს თამთა მურადაშვილს, რომელიც არ იზიარებს ნიკა გვარამიას მხრიდან ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებას. როგორც მან თქვა, ქარტიის საბჭოს საკუთარი არგუმენტები გააცნეს. მურადაშვილი განმარტავს, რომ, სამწუხაროდ, ქარტიას არ აქვს გასაჩივრების მექანიზმი, ამიტომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ ტელეარხი საკუთარ პოზიციას წერილობით წარადგენს. „როგორც ვიცი, ჩვენი პოზიცია ქარტიის ვებსაიტზე გამოქვეყნდება“, - აღნიშნავს მურადაშვილი.

„მთავარმა არხმა“ ავთანდილ ბილანიშვილი 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან შემხებლობაში არაერთხელ ახსენა. არხი მას ქუჩის ავტორიტეტად მოიხსენიებდა და აღნიშნავდა, რომ მას ხელს აფარებდნენ, რადგან ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მეგობარია.

არხმა, 7 ივლისს, ასევე გაავრცელა საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერის ფრაგმენტი, სადაც მცხეთიდან ჩამოსული გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, გურამ ამირხანაშვილის დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნაა ასახული. „მთავარი არხის“ ვერსიით, ვიდოკადრებში გამოჩენილი კაცი, სავარაუდოდ, ბილანიშვილია და ის 4 წუთის განმავლობაში ამირხანაშვილს ესაუბრება.

ავთანდილ ბილანიშვილი გამოძიებამ 8 ივლისს გამოკითხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „მთავარი არხის“ მიერ შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებში ავთანდილ ბილანიშვილი არ ჩანს.

მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა ქუჩის „ავტორიტეტი“, ავთანდილ ბილანიშვილი. შსს „მაღალი საზოგადოებივი ინტერესიდან გამომდინარე“ აცხადებს, რომ ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მოძრავი თეთრი მიკროავტობუსიდან სწორედ ლურსმანაშვილი გადმოვიდა.

თავად ლაშა ლურსმანაშვილმა ოთხსაათიანი გამოკითხვის შემდეგ თქვა, რომ დიდუბეში „პირად საქმეზე“ გაჩერდა და გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმემ, გუკა ამირხანაშვილმა დარეკვა სთხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG