Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: მოსახლეობის 66% ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უშლის კორონავირუსის გავრცელებას


საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, 66 პროცენტი ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უშლის კორონავირუსის გავრცელებას. ეს მონაცემები "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომელიც დღეს გასაჯაროვდა.

დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას, გამოკითხულთა მხოლოდ 4 პროცენტი იზიარებს. ცენტრის არსებობის შესახებ ინფორმაცია გამოკითხულთა 6 პროცენტს არ აქვს.

იმ ადამიანების 73 პროცენტი, რომელიც ფიქრობს, რომ ლუგარის ცენტრი ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას, მიიჩნევს, რომ მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG