Accessibility links

NDI: გამოკითხულთა 53% ფიქრობს, რომ რწმენა ადამიანს კორონავირუსისგან იცავს


საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა, 53 პროცენტი ფიქრობს, რომ "რწმენა იცავს მათი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან". ეს შედეგი აჩვენა "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევამ იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, არათუ მორწმუნეები, სასულიერო პირებიც დაავადდნენ ამ ვირუსით.

მოსაზრებას, რომელიც კორონავირუსისგან ადამიანის რწმენის დაცვას შეეხება, გამოკითხული ადამიანების მხოლოდ 38 პროცენტი არ იზიარებს. აქვე აღნიშნულია, რომ მართლმადიდებლების მხოლოდ 10 პროცენტი დაესწრო სააღდგომო წირვას, რომელიც კორონავირუსის დროს გაიმართა.

კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG