Accessibility links

აშშ-ის თანახმად, რუსეთი დეზინფორმაციას ავრცელებს COVID-19-ის თაობაზე


რუსეთის სპეცსამსახურები რამდენიმე ინგლისურენოვანი საიტის საშუალებით ავრცელებენ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას.

ამის შესახებ ამერიკის ზოგიერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალება იუწყება აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით.

სპეცსამსახურის ანგარიშის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სადაზვერვო სამმართველო (ГРУ) იყენებდა სულ მცირე სამ ინგლისურენოვან საიტს (InfoRos.ru, Infobrics.org და OneWorld.press), რომელზეც გამოქვეყნებულ სულ მცირე 150 სტატიაში განვითარებული იყო კონსპირაციული მოსაზრება, კერძოდ, ჩინური ვერსია, რომ კორონავირუსი, როგორც ბიოლოგიური იარაღი, შეიქმნა აშშ-ის სამხედრო ლაბორატორიაში.

აშშ-ის სპეცსამსახურის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფეიკმასალების პუბლიკაციის უკან დგანან დენის ტიურინი და ალექსანდრ სტარუნსკი, რომლებიც, ამერიკული სადაზვერვო სამსახურის თანახმად, დაკავშირებული არიან რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG