Accessibility links

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს ბრალი ორი მუხლით წარუდგინა


ლერი სულაბერიძე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ ი.ღ.-ს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ორი მუხლით, განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარება. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, 2020 წლის 28 ივლისს, თბილისში, წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ღ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ლ.ს.-ს მიმართულებით, რომელიც საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების პროცესში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, რა დროსაც ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა საბრძოლო მასალა".

სამართალდამცველებმა ი.ღ. 2020 წლის 29 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ დღეს, 30 ივლისს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.ღ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG