Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა 17 წლამდე ყველა ბავშვს 200 ლარით აფინანსებს, სტუდენტების ნაწილს საფასურს დაუფარავს


მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა, ვისი ასაკიც 17 წლამდეა, ბიუჯეტიდან ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ ეს თანხა მათ სწავლის დაწყების პროცესში დასჭირდებათ.

მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ თანხას მიიღებს 17 წლის ჩათვლით ყველა პირი. მანვე აღნიშნა, რომ პირველიდან 15 სექტემბრამდე თანხა სრულად ჩაირიცხება, მშობლებს კი მარტივი ფორმის შევსება მოუწევთ.

პრემიერის თქმით, ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც სოციალური სამსახურის შეფასებით 150 ქულამდე აქვს, 2020-2021 წლის ერთი სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდება. მთავრობა ბიუჯეტიდან ერთი წლის საფასურს სრულად დაფარავს იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სოციალური პრობლემების გამო სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული. გახარიას თქმით, ასეთი ჯამში 33 ათასი სტუდენტია.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება დროში ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს. მთავრობამ ასევე გადაწყვიტა კომუნალური გადასახადების სუბსიდირება და ყველა იმ თვითდასაქმებულს გადაურიცხავს 300 ლარს, რომლის შევსებული დოკუმენტაციაც სრულყოფილი არ იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG