Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზამთარში 4 თვის კომუნალურები ბიუჯეტიდან დაფინანსდება


მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთარში 4 თვის კომუნალურები ბიუჯეტიდან დაფიანსდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება დროში ემთევავ 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდს. არჩევნები ოქტომბერში უნდა გაიმართოს. ამ არჩევნების შედეგებით გადაწყდება დარჩება თუ არა ხელისუფლებაში "ქართული ოცნება".

მისი თქმით, კომუნალური გადასახადები დაიფარება: ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. ამ გადაწყვეტილებით, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3- ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება.

ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები

ყველა ის მოქალაქე, რომელიც "თელასის" აბონენტია და თვეში 37 ლარის ელექტრო ენერგიას მოიხმარს, თანხა ბიუჯეტიდან დაიფარება. საქართველოს რეგიონებს დენს ენერგო პრო ჯორჯია აწვდის. ამ შემთხვევაში დაიფარება ის დანახარჯი, რომელიც 36 ლარამდე იქნება.

რაც შეეხება გაზგამანაწილებელ კომპანიებს, "თბილისის ენერჯის" შემთხვევაში დაფინანსდება 92 ლარის ღირებულების მოხმარებული გაზი, "სოკარ გაზისა" და "საქორგაზის" შემთხვევაში კი 113 ლარის.

XS
SM
MD
LG