Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავისუფალი დემოკრატები“ წევრების წასვლის მიუხედავად, არჩევნებისთვის მოემზადებიან


პარტია "თავისუფალი დემოკრატები" არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ.

ბრიფინგი მოჰყვა გადაწყვეტილებას, რომელიც "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ და პარტიის წევრებმა ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა მიიღეს. მათ პარტია დატოვეს.

თამარ კეკენაძის სიტყვებით, პარტია მზად არის ითანამშრომლოს ყველა პროდასავლურ ძალასთან, რათა შეიცვალოს ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნება“ .

„პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა პარტიის თავმჯდომარემ, შალვა შავგულიძემ და გამგეობის ორმა წევრმა ნინო გოგუაძემ და ლევან სამუშიამ. რა თქმა უნდა, არჩევნებამდე ორი თვით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება რთულ მდგომარეობაში აყენებს პარტიას, თუმცა ,,თავისუფალი დემოკრატები” განვაგრძობთ ბრძოლას და პარტია აუცილებლად მიიღეებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში“,- განაცხად ათამარ კეკენაძემ.

სექტემბერში დანიშნულ პარტიის რიგგარეშე ყრილობამდე, პარტიის თავმჯდომარის მოვალოებას გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე შეასრულებს.

შალვა შავგულიძემ დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ ტოვებს პარტიაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარების გამო. შავგულიძემ მთავარ მიზეზად დაასახელა პარტიის გამგეობის უმრავლესობის მიერ პოზიციის მოულოდნელად შეცვლა "ევროპულ საქართველოსთან" საარჩევნო ბლოკის შექმნის და საარჩევნო სიის მიმართ.

აგვისტოს დასაწყისში პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა ლევან სამუშიამ, რომელიც „ლელოს“ შეუერთდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG