თბილისის მერიის ინფორმაციით, განახლებული სისტემის ფარგლებში თბილისის მასშტაბით მოეწყობა 10 სამარშრუტო დერეფნები, რომელზეც 12 და 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. მერმა, კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ, მაია ბითაძემ პრეზენტაციაზე საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალები გააცნეს.
მერის მოადგილემ განაცხადა, რომ ახალი სქემის ფარგლებში მაქსიმუმ მოცდის დრო 7-15 წუთი იქნება, ხოლო 12 და 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის მაქსიმუმ 10-15 წუთი.
როგორც სქემით ხდება ცნობილი, 12 და 18-მეტრიანი ავტობუსებით გადაადგილება ვარკეთილიდან გლდანამდე, ვაკიდან გლდანამდე, საბურთალოდან ვარკეთილში და ა.შ. იქნება შესაძლებელი. შიდა ქუჩები კი ცენტრალურ ნაწილს 8 და 12-მეტრიანი ავტობუსებით ან მიკროავტობუსები დაუკავშირდება.
ბითაძის თქმით, ქალაქის მასშტაბით დაყენდება "ჭკვიანი შუქნიშნები", რომლებიც სინქრონში იქნება ერთმანეთთან აწყობილი და შეამცირებს საწვავის გამონაბოლქვია მოცულობას.