Accessibility links

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან "საზღვრის" გახსნა გადაწყვიტა


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის და რუსეთის დამაკავშირებელი როკის გვირაბი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნა გადაწყვიტა. კორონავირუსის პანდემიის გამო მაისიდან ჩაკეტილი "საზღვარი" 15 სექტემბრიდან გაიხსნება.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მიიღო მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის - აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ აფხაზეთში მკვეთრად მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა. აფხაზეთ-რუსეთის "საზღვარი" 1 აგვისტოდან გაიხსნა.

აპრილიდან ივლისის ბოლომდე აფხაზეთში აღრიცხული ჰქონდათ კორონავირუსის 81 შემთხვევა. 31 ივლისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით კი, უკვე 234.

რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, დე ფაქტო მთავრობამ ივლისის შუა რიცხვების შემდეგ კორონავირუსის პირველი ახალი შემთხვევის შესახებ 30 აგვისტოს განაცხადა. COVID-19-ის დიაგნოზი ბავშვს დაუსვეს. დე ფაქტო ხელისუფლებას კორონავირუსის სულ 90 შემთხვევა აქვს დადასტურებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG