Accessibility links

სერგი გვარჯალაძე აღარ უხელმძღვანელებს „ღამის ეკონომიკის“ პროექტს


სერგი გვარჯალაძე

სერგი გვარჯალაძე აღარ უხელმძღვანელებს თბილისის მერიის „ღამის ეკონომიკის“ პროექტს. მერიის ინფორმაციით, გვარჯალაძემ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„სერგი გვარჯალაძემ გასწია ის სამუშაო, რაც გულისხმობს კვლევების მომზადებას და ღამის ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავებას“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში. უწყების განცხადებით, პანდემიის პირობებში აღნიშნული სტრატეგიის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის.

თბილისის მერიაში, ასევე, ამბობენ, რომ ღამის ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობას ახლა მერიის კულტურის საქალაქო სამსახური განაგრძობს, რომელიც „აქტიურად აწარმოებს კომუნიკაციას კლუბებთან და ღამის ეკონომიკის სხვა სფეროს წარმომადგენლებთან“.

სერგი გვარჯალაძე „ღამის ეკონომიკის“ განვითარების ხელმძღვანელად 2018 წლის მარტში დანიშნა მერმა, კახა კალაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG