Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის გამო ბათუმში დაიკეტა პოპულარული საკონდიტრო


ბათუმი
ბათუმი

კორონავირუსი აღმოაჩნდა ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კაფე-საკონდიტროს „დონას“ თანამშრომელს. მისი ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. საკონდიტრო ამჟამად დაკეტილია.

პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია, მასთან კონტაქტში მყოფი პირები კი - თვითიზოლაციაში.

ბათუმში ინფიცირების შემთხვევა ერთ-ერთია საქართველოში დღეს დილით დადასტურებული 23 ახალი შემთხვევიდან. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1510-მდე გაიზარდა, მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 1253.

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG