Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის სააგენტო შიდა ტურიზმის მარკეტინგულ კამპანიაში 260 ათას ლარზე მეტს ხარჯავს


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა ტურიზმის მასტიმულირებელი მარკეტინგულ კამპანიაში 267 860 ლარს ხარჯავს. კომპანია "ჰოლმსი და უოთსონ"-თან ხელშეკრულება 24 აგვისტოს დაიდო.

მარკეტინგული კამპანია სამ ეტაპად არის დაგეგმილი.

"წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება, ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა", - ვკითხულობთ ხელშეკრულებაში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, მომსახურების ვადა "დანართში" უნდა იყოს გაწერილი, თუმცა იქ მსგავსი ინფორმაცია დატანილი არ არის.

კომპანია "ჰოლმსი და უოთსონ" სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა განათლების სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან და ა.შ.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველო უპირობოდ მხოლოდ 5 ქვეყნიდან იღებს ტურისტებს, თუმცა ამ ხუთი ფრენა მხოლოდ სამიდან ხორციელდება, ბილეთის ფასი კი მანამდე ბაზარზე არსებულ დაბალბიუჯეტიან კომპანიებთან შედარებით რამდენჯერმე მეტია. შესაბამისად, ქვეყნის ტურისტული ობიექტები, ძირითადად, მხოლოდ ადგილობრივ ტურისტებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG