Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი გამოვიდა COVID-19-ის წინააღმდეგ ძალისხმევათა საერთაშორისო ინტეგრაციის მოწოდებით


დღეს, გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სხდომაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში იმართება, აჩვენეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლაც.

პუტინმა განაცხადა, რომ აუცილებელია გვახსოვდეს ისტორიის გაკვეთილები და შეკრებას შეახსენა, რომ „1945 წელს განადგურებულ იქნა ნაციზმი, დამარცხდა აგრესიისა და ზიზღის იდეოლოგია, ხოლო თანამშრომლობის გამოცდილებამ და სულმა, იმ უზარმაზარი საფასურის გაცნობიერებამ, რაც გაღებულ იქნა მშვიდობისა და საერთო გამარჯვებისთვის, შესაძლებელი გახადა ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის აშენება“. „მისი საფუძველი უცილობლად გახდა გაეროს წესდება, რომელიც დღემდე რჩება საერთაშორისო სამართლის მთავარ წყაროდ,“ თქვა რუსეთის ლიდერმა.

პუტინმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ დღევანდელი დღის რეალობა არის პანდემია, კარანტინი, დახურული საზღვრები. მან აღნიშნა, რომ ეს ვითარება განსაკუთრებით მტკივნეულად მოქმედებს ხანდაზმულ ადამიანებზე, რომლებსაც სოციალური დახმარება სჭირდებათ. პუტინს მიაჩნია, რომ მომავალში შეიძლება ამჟამად მოქმედი ზომებიც კი არაეფექტიანი იყოს.

რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით, მოხდეს პანდემიის შედეგების დაძლევისკენ მიმართულ ძალისხმევათა საერთაშორისო ინტეგრაცია. მან, კერძოდ, წამოაყენა წინადადება, შეიქმნას „მწვანე დერეფანი“ გასაჭირში მყოფი ყველა ქვეყნისთვის სამედიცინო დახმარების მისაწოდებლად.

რუსეთი გამოვიდა წინადადებით, პანდემიის დაძლევისთვის მოწვეულ იქნეს საერთაშორისო ფორუმი სამეცნიერო და პრაქტიკული შედეგების გასაცვლელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG