Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს COVID19 დაუდასტურდა


N16 პენიტენციური დაწესებულების საამანათო სივრცის თანამშრომელს, გეგმური PCR ტესტირების შედეგად, COVID19 დაუდასტურდა. ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ინფიცირებულს დაწესებულების შიდა პერიმეტრთან, ანუ პატიმრებთან და დაწესებულების ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია, ვინაიდან იგი მხოლოდ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მუშაობს.

„მას შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან. აღსანიშნავია, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, 25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმური PCR ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით“, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

26 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 296 შემთხვევა გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG