Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი გამოეხმაურა ივერი მელაშვილის დაკავებას


საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ენმ „ძალა ერთობაშია"-ს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილ წევრს ივერი მელაშვილის დაკავებას.

„ის რასაც ახლა უკეთებენ ივერი მელაშვილს და სხვა ადამიანებს, ეს არის მცდელობა, გადაფარონ ის რაც ხდება საქართველოში: სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა, ერთი ახირებული ფეოდალის პირად საკუთრებად ქცევა მთელი ქვეყნის. ამ ყველაფრის გადაფარვა სისულელით. მე მინდა ვუთხრა, ჩვენს ღვაწლმოსილ მუშაკს, ბატონ ივერის, სულ ცოტა კიდევ გაძელით, ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება, საქართველოში ყველაფერი შეიცვლება, საქართველო დაიწყებს ძალიან სწრაფი ტემპით წინ მოძრაობას. ვერავინ შეძლებს შექმნას ქაოსი და არეულობა ვერც ჩვენს მეზობლებთან და ვერც ქვეყნის შიგნით. საქართველოში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა დემოკრატიული გზით", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სახელმიწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი.

რადიო თავისუფლებამ ივერი მელაშვილთან ინტერვიუ 3 ოქტომბერს ჩაწერა, მას შემდეგ, რაც ის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია."

ასევე ნახეთ: დავით გარეჯი: საქართველოს სასარგებლოდ თუ საზიანოდ?

ივერი მელაშვილი: ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია

პროკურატურა: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთები ჩვენს საზიანოდ შეთანხმდა

XS
SM
MD
LG