Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება


„საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში.

სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში დღეს, 12 საათიდან შევიდა. მთიან ყარაბაღში მყოფი საერთაშორისო სააგენტოების ჟურნალისტების ცნობით, დილით დაბომბვის ხმები ჯერ კიდევ ისმოდა, ბოლო ვადის გასვლის შემდეგ კი სიჩუმეა.

აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შეთანხმდნენ.

XS
SM
MD
LG