Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან 297 თბილისიდანაა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 297 თბილისიდანაა. ქვეყანაში კოვიდინფიცირებული კრიტიკული პაციენტებიდან 7 აფხაზეთიდან არის, 1 ცხინვალიდან.

ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:

  • აჭარა - 189;
  • იმერეთი - 150;
  • შიდა ქართლი - 12;
  • ქვემო ქართლი - 11;
  • მცხეთა-მთიანეთი - 9;
  • გურია - 6;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 3;
  • კახეთი - 2;
  • სამცხე-ჯავახეთში - 1.

680 ახალი შემთხვევის დამატებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 13 521-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში 292 ადამიანი გამოჯანმრთელდა და განკურნებულების რაოდენობა 7 159-ს გაუტოლდა.

ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილი 7 პაციენტით ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 109-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG