Accessibility links

მსოფლიოში 38 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსით უკვე დაინფიცირდა 38 მილიონზე მეტი ადამიანი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 1 083 000-ს აჭარბებს.

14 ოქტომბერს, მსოფლიოს მასშტაბით აღირიცხა კორონავირუსის 287 031 ახალი შემთხვევა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ინფიცირების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია და საერთო ჯამში, 18 მილიონს აჭარბებს ამერიკის კონტინენტებზე. მეორე ადგილზეა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, სადაც 8 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა. ევროპაში ინფიცირებულთა რაოდენობა 7 მილიონს აჭარბებს. აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნებში კორონავირუსის 2,6 მილიონზე მეტი შემთხვევაა. აფრიკაში 1,2 მილიონს აჭარბებს, ხოლო წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში 663 ათასს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG