Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტაზე


აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ძალაში შევა ადგილობრივი დროით 18 ოქტომბრის 00:00 საათზე, ამის შესახებ იტყობინებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებები.


„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების - საფრანგეთის, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების 2020 წლის 1 ოქტომბრის განცხადებების და მოსკოვში 10 ოქტომბერს მიღწეული დეკლარაციის შესაბამისად“, - ნათქვამია მოკონფლიქტე მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.

სადავო მთიანი ყარაბაღის გარშემო, გაყინული აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტი კვლავ განახლდა 27 სექტემბერს, რაშიც ერევანი და ბაქო ერთმანეთს სდებენ ბრალს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები როგორც სამხედრო მოსამსახურეთა შორის, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში.

10 ოქტომბერს მხარეები მოსკოვის შუამავლობით შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ 11-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ სერგეი ლავროვის მიერ გამოცხადებული საზავო შეთანხმება მალევე დაირღვა, რასაც ბაქო და ერევანი კვლავ ერთმანეთს აბრალებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG