Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


დოდო გუგეშაშვილი
დოდო გუგეშაშვილი

დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და მისი შვილის, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის გამამტყუნებელი ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად მიიღეს.

სათათბიროდ გასვლიდან ორ საათში მათ ბრალდებული ზაზა მურჯიკნელი დამნაშავედ ცნეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში.

საქმე ეხება, 2018 წლის 7 თებერვალს, დოდო გუგეშაშვილსა (90-იან წლებში გასამხედროებული ორგანიზაცია "მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერი) და მის შვილზე საცხოვრებელ სახლში განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, დამიზნებით რამდენჯერმე გაისროლა ჯერ დედის, ხოლო შემდეგ შვილის მიმართულებით და მათ სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაზიანებების შედეგად გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დოდო გუგეშაშვილს გადაუდებელი სამედიცინო ღონისძიებების შედეგად შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

ზაზა მურჯიკნელი 2020 წლის 24 იანვარს თბილისში დააკავეს.

დაცვის მხარეს განაჩენის გასაჩივრება ერჯერადად, საკასაციო წესით შეუძლია თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG