Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის ახალი მერის ვინაობას მეორე ტური გაარკვევს


ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგებით, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში ქალაქის მერობისთვის იბრძოლებენ „ქართულო ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, რომელმაც პირველ ტურში მიიღო ხმების 46,1% და „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი“ გრიგოლ შუშანია, რომელსაც 31,47% აქვს.

ქუთაისის მერის არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, სულ 8 კანდიდატი მონაწილეობდა.

ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნები საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 2020 წლის აპრილში ამ თანამდებობიდან გადადგა გიორგი ჭიღვარია. მას გადადგომის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.

XS
SM
MD
LG