Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი ამბობს რომ კორონავირუსი მსუბუქი ფორმით გადაიტანა


საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

„მე თვითონ გადავიტანე ეს ვირუსი რამდენიმე კვირის წინ. მსუბუქ გრიპზე უფრო მსუბუქად გადავიტანე. ბევრი ადამიანი ასე იტანს. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. თითქმის არც გამიგია, უბრალოდ მერე ამომიგდო ანტისხეულები. ფრთხილად უნდა ვიყოთ, ნიღაბი უნდა გვეკეთოს. ჩემ გარშემო უამრავმა ადამიანმა გადაიტანა და თითქმის არავის არანაირი გართულება არ ჰქონია", - აღნიშნავს სააკაშვილი და მიუთითებს, საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამო პროტესტის კონსოლიდაციის შესახებ.

„ქვეყნის დაკარგვა მართლა მომაკვდინებელია. ახლა ჩვენ ერთადერთი გზა დაგვრჩენია, კონსოლიდაცია, მასობრივი კონსოლიდაცია", - თქვა სააკაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG