ენმ - „ძალა ერთობაშია"-ს ისნის მაჟორიტარი კანდიდატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე აქციის ათმდე მონაწილე დააკავა. დაკავებულია, აგრეთვე, ამავე საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარი კანდიდატი საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქში გიორგი კაპანაძე.
„მარტო დღეს ათზე მეტი ადამიანია დაკავებული. გიორგი კაპანაძე დააკავეს უგონო მდგომარეობაში. ადამიანი ცუდად იყო და წაათრიეს. კანონი კრძალავს, არ შეიძლებოდა მისი დაკავება", - ამბობს ხატია დეკანოიძე.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. მათი თქმით, არ აქვთ დაკავებულების შესახებ ინფორმაცია.
ისანის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან სხვასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები კომისიის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავენ.
რამდენიმე საათით ადრე საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან სამი აქტივისტი დააკავეს.
დაწერეთ კომენტარი