Accessibility links

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი ჰააგის საპატიმროში გადაიყვანეს


ჰაშიმ ტაჩი

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი ნიდერლანდში გადაიყვანეს წინასწარი დაკავების დაწესებულებაში, მას შემდეგ, რაც ის 5 ნოემბერს გადადგა, რათა სასამართლოს წინაშე წარდგეს სამხედრო დანაშაულებების ბრალდებით.

საგანგებო პროკურატურამ (SPO), რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა, ტაჩის და კიდევ არაერთ ეჭვმიტანილს „სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრა მკვლელობისთვის თითქმის ას შემთხვევაში“, ასევე „ადამიანების ძალადობრივი გაქრობის, დევნისა და წამებისთვის“. ტაჩი ბრალდებას უარყოფს.

ტაჩი სერბეთის ყოფილი ოლქის ალბანელთა პარტიზანული გაერთიანების, „კოსოვოს განთავისუფლების არმიის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და მეთაური იყო. გაერთიანება 1990-იანი წლების მეორე ნახევარში აქტიურად ებრძოდა ცენტრალურ - სერბეთის ხელისუფლების - არმიას, რომლის მიზანი იყო, არ დაეშვათ სერბეთისგან კოსოვოს გამოყოფა.

SPO-ს თანახმად, დანაშაული ეხებოდა ასეულობით მსხვერპლს - კოსოვოელ ალბანელებს, სერბებს და ბოშებს, ასევე სხვა პოლიტიკურ ოპონენტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG