Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გოგია: პოლიციის ძალა არ არის ადეკვატური პასუხი მოქალაქეების ლეგიტიმურ წუხილზე


ადამიანის უფლებებზე მომუშვე საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის ასოცირებული დირექტორი ევროპასა და შუა აზიაში, გიორგი გოგია თვლის, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს თავშეკავება, სცადოს სიტუაციის დეესკალიზაცია და მოქალაქეებს მისცეს მშვიდობიანი შეკრებისა და დემონსტრაციის უფლება.

გიორგი გოგია თბილისში მიმდინარე პროტესტის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს Twitter-ზე წერს. მიმდინარე აქციების ფონზე მან რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მიუხედავად პოლიციის გაფრთხილებისა, რომ შესაძლოა გამოიყენონ ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ, სამართალმდაცველებს ეს არ აძლევს უფლებას, დაარბიონ მშვიდობიანი პროტესტი და გაურკვეველია, რატომ მიიჩნევენ ამ პროტესტს უკანონოდ ან ძალადობრივად.

"პოლიციის ძალა არ არის ადეკვატური პასუხი მოქალაქეების დეგიტიმურ წუხილზე, პროტესტი რჩება მშვიდობიანი და გაფრთხილების მიუხედავად, პოლიციას არ აქვს იმის მიზეზი, რომ ძალადობრივად შეზღუდოს შეკრების თავისუფლება ამ ეტაპზე" - დაწერა რამდენიმე წუთის წინ.

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიამდე მსვლელობაგამართეს. დემონსტრანტების წინააღმედეგ ცესკოს შენობასთან მისვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა, ვრცელდებოდა ინფორმაცია ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზეც, რასაც შსს უარყოფს.

სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები წყლის ჭავლის გამოყენებას ძალის გადამეტებად აფასებენ. ქართული ოცნების ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, პოლიციამ ჭავლი დემონსტრანტების მხრიდან პოლიციის მიმართ მყისიერად მომდინარე საფრთხის გამო გამოიყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG