Accessibility links

logo-print logo-print

ჰაშიმ ტაჩი პირველად წარდგა ტრიბუნალის წინაშე


კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი დღეს პირველად წარდგა ჰააგის სამხედრო ტრიბუნალის წინაშე, რომელიც მის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის საქმეს განიხილავს.


ტაჩი, რომელიც 1998-1999 წლების ომის პერიოდში კოსოვოს განთავისუფლების არმიის (UCK) მეთაური იყო, 5 ნოემბერს გადადგა პრეზიდენტობიდან, მას შემდეგ, რაც მას ბრალდებები წაუყენა კოსოვოს სპეციალურმა სასამართლომ, რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა.


რუხ კოსტიუმსა და წითელ ჰალსტუხში გამოწყობილმა 52 წლის ტაჩიმ სასამართლოზე განაცხადა, რომ თავს „უდანაშაულოდ“ მიიჩნევს.


ტაჩი და მასთან ერთად ბრალდებული კოსოვოს განთავისუფლების არმიის კიდევ 2 წევრი 5 ნოემბერს ჰააგაში მდებარე სპეციალურ იზოლატორში მოათავსეს.


ტაჩიმ, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, სასამართლოსთან სრული თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

საგანგებო პროკურატურამ (SPO) ტაჩის და კიდევ არაერთ ეჭვმიტანილს დააკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა „მკვლელობის თითქმის ას შემთხვევაში“ და „ადამიანების ძალადობრივ გაქრობაში, დევნასა და წამებაში“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG