Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში პოლიციამ დემონსტრაციები დაარბია, დააკავეს ასობით ადამიანი


ბელარუსის პოლიციამ ასობით ადამიანი დააპატიმრა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს.

როგორც ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ვიასნა“ იტყობინება, 15 ნოემბრის საპროტესტო გამოსვლების დროს ბელარუსის სხვადასხვა ქალაქში დააპატიმრეს 710-ზე მეტი ადამიანი.

მინსკში პოლიცია სასტიკად გაუსწორდა დემონსტრანტებს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:01 0:00

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თითქმის ყოველდღე იმართება აქციები ალიაქსანდრ ლუკაშენკას ხელისუფლების წინააღმდეგ. ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები არ ცნობენ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად კვლავ გამოცხადდა ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც 26 წლის განმავლობაში იმყოფება ხელისუფლების სათავეში.

როგორც ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაცია იტყობინება, დღევანდელი გამოსვლებისას, სულ მცირე, 18 ჟურნალისტი დააკავეს.

ყველაზე მეტი ადამიანი დააკავეს მინსკში, სადაც სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზი და გამაყუჩებელი ხელყუმბარები გამოიყენეს.

ბელარუსში დააკავეს მოკლული დემონსტრანტის მემორიალზე მგლოვიარეები
please wait

No media source currently available

0:00 0:01:02 0:00

აქციებზე ხალხს ეჭირა თეთრ-წითელ-თეთრი დროშები - ოპოზიციის სიმბოლო - და 31 წლის რამან ბანდარენკას ხსოვნისადმი მიძღვნილი პლაკატები. ბანდარენკა ანტისამთავრობო გამოსვლებისას დაიღუპა 12 ნოემბერს მას შემდეგ, რაც ის სასტიკად სცემეს ნიღბიანმა სამართალდამცველებმა.

მინსკში მობილური ინტერნეტი გათიშული იყო და ქალაქის ცენტრში არ მუშაობდა მეტროს რამდენიმე სადგური.

საპროტესტო გამოსვლების დარბევა მკაცრად დაგმო ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, დახმარება აღმოუჩინოს დემონსტრანტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG