Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის უდაბნოში უცნაური სვეტი აღმოაჩინეს


აშშ-ში, იუტის უდაბნოში, იუტის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის (DPS) მფრინავმა დაახლოებით 3-4 მეტრის ლითონის მონოლითი შენიშნა.

იუტის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ დეპარტამენტს სურვილი აქვს, მეტი შეიტყოს უდაბნოში აღმართული სვეტის შესახებ. პილოტის განცხადებით, მონოლითი შესაძლოა ინსტალაციაა, რომლის ავტორიც ან რომელიმე ხელოვანია, ან სტენლი კუბრიკის „2001: კოსმოსური ოდისეის“ დიდი მოყვარული.

სვეტი საიდანმე ჩამოვარდნილს ან დაგდებულს არ ჰგავს, ის საგულდაგულოდაა დაყენებული. სოციალურ მედიაში მასზე ათასი მოსაზრება გამოითქვა - დემონებსაც დაუკავშირეს და უცხოპლანეტელებსაც.

დეპარტამენტის განცხადებაში ასევე წერია, რომ ხელოვნების ობიექტების საზოგადოებრივი მოხმარების ტერიტორიაზე უნებართვოდ განთავსება არ შეიძლება და ეს წესი მოქმედებს ყველაზე: „მიუხედავად იმისა, რომელი პლანეტიდან ხართ“.

როგორ მოხვდა ვერცხლისფერი მონოლითი იუტის უდაბნოში, ჯერჯერობით უცნობია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG