Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელმა ევროკავშირს ბელორუსისთვის გამოყოფილი თანხების გაყინვისკენ მოუწოდა


ევროპარლამენტი გამოვიდა მოწოდებით გამკაცრდეს ბელორუსის ხელისუფლებაზე ზემოქმედება ადამიანის უფლებების დარღვევებისა და მინსკის მკვიდრის რომან ბონდარენკოს სიკვდილის გამო.

ხუთშაბათს, 26 ნოემბერს მიღებულ რეზოლუციაში დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკას რეჟიმის მიმართ ევროკავშირის სანქციების ორი პაკეტის მოქმედება არასაკმარისია. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ სანქციების მესამე პაკეტი უნდა შეეხოს ლუკაშენკასთან ასოცირებულ ფირმებსა და ბიზნესმენებს.

რეზოლუცია ითვალისწინებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან ბელორუსის მთავრობისათვის გამოყოფილი თანხების, მათ შორის ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და სხვა ფინანსური სტრუქტურების სესხების სრულ გაყინვას.

ამას გარდა, დეპუტატებმა ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს მოუწოდეს მხარი დაუჭირონ ბელორუსიის ხალხის წინააღმდეგ ლუკაშენკას რეჟიმის დანაშაულის საერთაშორისო გამოძიებას.

მინსკსა და ბელარუსის სხვა დიდ ქალაქებში აგვისტოდან გრძელდება საპროტესტო გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. 9 აგვისტოს არჩევნებში ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა. ოპოზიცია, აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ლეგიტიმურად არ ცნობენ კენჭისყრის შედეგებს. საპროტესტო აქციების დროს ათიათასობით ადამიანი დააკავეს, ასობით დააპატიმრეს. სამართალდამცავებმა ბევრი სცემეს, რამდენიმე ადამიანი მოკლეს. მოკლულთა შორისაა მინსკის მკვიდრი რომან ბონდარენკო, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ჭარბი ძალის გამოყენებას 12 ნოემბერს შეეწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG