Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სტუმრად დაამარცხა ფინეთის ნაკრები


სამი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი ქულაა.
სამი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი ქულაა.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე შეხვედრა გამართა, მესამე გამარჯვება მოიპოვა და ოთხგუნდიან ჯგუფში ლიდერის პოზიცია გაიმყარა. ქართველმა კალათბურთელებმა ფინეთის ნაკრებს სტუმრად მოუგეს, ანგარიშით 91:85.

ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ფინეთში გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა. ტრავმებისა და ეპიდსიტუაციის გამო, განაცხადში ვერ მოხვდნენ გოგა ბითაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, სანდრო მამუკელაშვილი და რატი ანდრონიკაშვილი.

სამი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ექვსი ქულაა. ოთხ-ოთხი ქულა მოაგროვეს შვეიცარიამ, სერბეთმა და ფინეთმა.

საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 ნოემბერს გამართავს, ისევ ფინეთში, შვეიცარიის ნაკრებთან, რომელმაც დღეს სენსაციური გამარჯვება მოიპოვა, სერბეთთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG