Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მის ოჯახზე ჟურნალისტების მხრიდან მორალური ზეწოლაა


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მის ოჯახზე ჟურნალისტების მხრიდან მორალური ზეწოლაა. მან ამ საკითხზე ბრიფინგის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

"არ შემიძლია დავტოვო გამოხმაურების გარეშე. მაშინ, როცა ქვეყანა არის ასეთ რთულ მდგომარეობაში, ალბათ, ყველანი ვხვდებით, რომ ყველაზე რთულ ვითარებაში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან. ვთვლი, რომ არასწორია", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, გააზრებული აქვს, რომ საჯარო პირია და მის მიმართ დასმულ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. თუმცა აღნიშნავს, რომ ზეწოლა ოჯახის წევრებსა და შვილებზე დასაგმობია.

"დღესაც მიმდინარეობს ეს ზეწოლა ჩემს ოჯახზე. დღეს არის ძალიან რთული დღე ჩემი ოჯახისთვის, გარდაცვლილია ერთ-ერთი ოჯახის წევრი და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ამ მდგომარეობას და კვლავ აგრძელებენ მორალურ ზეწოლას", - დასძინა მან, თუმცა არ დააკონკრეტა მედიასაშუალება.

ტიკარაძის ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე "TV პირველმა" მასალა მოამზადა მინისტრის დიპლომზე და მისი კვალიფიკაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მასალის ერთი ნაწილი მისი ოჯახის წევრების კრიმინალთან შესაძლო კავშირებს ეხებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG