Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემპიონთა ლიგის მატჩი მსაჯის რასისტული შინაარსის შეძახილის გამო ჩაიშალა


უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, საფრანგეთის „პარი სენ-ჟერმენისა" და თურქეთის „ბაშაქშეჰირის" მატჩი, დაწყებიდან ოციოდ წუთში შეწყდა. ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მოედანი მსაჯების მიმართ პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„ბაშაქშეჰირის" მოთამაშემ დემბა ბამ მეოთხე მსაჯი - რუმინელი სებასტიან ჩოლჩესკუ, ერთ-ერთიმწვრთნელის - პიერ ვებოს მისამართით გამოთქმულისიტყვისთვის რასიზმში დაადანაშაულა და ხმამაღალი კრიტიკის გამო, ასევე რუმინელი მთავარი მსაჯისგან წითელი ბარათი მიიღო. არბიტრები თავს იმართლებდნენ, რომ საკამათო ეპიზოდისას რუმინულად საუბრობდნენ და პიერ ვებოსთვისარანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, მაგრამ... თურქებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვეს დასტუმართა გადაწყვეტილებას მხარი მასპინძელმა გუნდმაც დაუჭირა.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში, „ბაშაქშეჰირის" „ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსი - „არარასიზმს".

XS
SM
MD
LG