ბოლო დღე-ღამეში საქართველოში გამოვლენილი 4 734 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ თბილისიდანაა. დღეს გუშინდელთან შედარებით ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში 61-ით გაიზარდა. ზრდა იყო იმერეთშიც. ბოლო 24 საათში ვირუსი 150-ით მეტ პირს დაუდასტურდა.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
- თბილისში - 1 637;
- აჭარაში - 489;
- იმერეთში - 823;
- ქვემო ქართლში - 372;
- შიდა ქართლში - 381;
- გურიაში - 93;
- სამეგრელო-ზემო სვანეთში - 377;
- კახეთში - 328;
- მცხეთა-მთიანეთში - 143;
- სამცხე-ჯავახეთში - 73;
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 18.
გასულ 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4 734 შემთხვევით, თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 174 383 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 895-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 145 287.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 614-მდე გაიზარდა.
დაწერეთ კომენტარი