Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ჩრდილოეთში მოკლეს 13 პოლიციელი


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 13 პოლიციელი ემსხვერპლა თავდასხმას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ბაღლანის პროვინციაში. იმავე პროვინციაში განხორციელებული კიდევ ერთი თავდასხმის შედეგად სამი პოლიციელია დაჭრილი.

თავდასხმები 16 დეკემბერს მოხდა და მათზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ჯგუფს არ უკისრია, თუმცა ადგილობრივი მთავრობა თალიბანს ადანაშაულებს.

სექტემბრის შემდეგ ავღანეთის მთავრობა და თალიბანის ექსტრემისტები ყატარში მართავენ სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომელმაც უნდა დაასრულოს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომი. მოლაპარაკების მიუხედავად, ავღანეთში კვლავ არის ძალადობის შემთხვევები. სხვადასხვა რეგიონში რეგულარული შეტაკებებია, ქაბულში ხდება ბომბებით და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმები.

ბოლო თავდასხმების ფონია გაეროს მხრიდან 15 დეკემბერს გავრცელებული განცხადება, რომ მომავალ წელს დახმარება დამატებით 5 მილიონ ავღანელს დასჭირდება, კორონავირუსის პანდემიის და კონფლიქტის ესკალაციის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG