Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალბურთის კლუბმა „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა


წყალბურთის კლუბი თბილისის „დინამო“
წყალბურთის კლუბი თბილისის „დინამო“

წყალბურთის კლუბმა თბილისის „დინამომ“, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სტარტზე განცდილი ორი მარცხის შემდეგ, პირველი თამაში მოიგო. ზურაბ რურუას გაწვრთნილი გუნდი ბუდაპეშტური ბაბლის მესამე შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგის ორგზის ჩემპიონს, მონტენეგროს კლუბ „იადრან ჰერცეგს“, დაუპირისპირდა და ანგარიშით 11:8 სძლია.

საქართველოს ჩემპიონი უპირატესობას პირველსავე პერიოდში დაეუფლა - მეოთხედი ანგარიშით 2:1 მოიგო. შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით (4:4) გავიდნენ, შეხვედრის ბედი კი მესამე პერიოდში გადაწყდა, რომელშიც გოლები მხოლოდ „დინამომ“ გაიტანა და სამბურთიან უპირატესობას მიაღწია, ბოლო რვაწუთიან მონაკვეთში კი გუნდებმა ოთხ-ოთხი გოლი გაცვალეს.

თბილისის „დინამომ" „იადრან ჰერცეგთან“ მატჩამდე წააგო იტალიის „ბრეშასა“ (9:15) და ესპანეთის „ბარსელონეტასთან“ (5:17). ამავე ჯგუფში გამოდიან გერმანიის „ვასპო ჰანოვერი" და უნგრეთის „ფერენცვაროში". ჯგუფური ეტაპის მეორე სამმატჩიანი ბაბლი მარტში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG