Accessibility links

logo-print logo-print

„პატრიოტები“ უარს იტყვიან მანდატებზე, როცა ლიდერები კოვიდისგან გამოჯანმრთელდებიან - თევდორაძე


„პატრიოტთა ალიანსს“ ამ დრომდე არ დაუწერია განცხადება მანდატების ანულირებაზე, რადგან პარტიის ლიდერებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში განაცხადა გოჩა თევდორაძემ, „პატრიოტების“ წარმომადგენელმა.

„პარტიაში 85% იყო დაავადებული - ქალბატონი ირმა [ინაშვილი], გიორგი ლომია გამოჯანმრთელების პროცესში არიან და ამ დღეებში ეს პროცესი შედგება, ჩვენ უარს ვიტყვით მანდატებზე“, - ამბობს თევდორაძე და განაგრძობს: „არავითარი იმედი არ უნდა ჰქონდეს არც „ქართულ ოცნებას“ და არც სხვას, რომ ჩვენ ამ გაყალბებულ არჩევნებს შევეგუებით და პარლამენტში შევალთ“.

8 ოპოზიციური პარტიიდან - რომელთაც ოფიციალური მონაცემებით 31 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს - 4-მა უკვე დაწერა ოფიციალური განცხადება მანდატების ანულირებაზე. ყველა ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG