Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მსახიობი გოგი ქავთარაძე


გოგი ქავთარაძე
გოგი ქავთარაძე

80 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე. იგი იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი, 1969-1972 წლებში ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974-976 წლებში თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი.

1976–1982 წლებში მუშაობდა ქუთაისის თეატრის დირექტორად, 1982-1992 წლებში იყო სოხუმის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

გოგი ქავთარაძე გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი, იგი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი.

1990-1991 წლებში გოგი ქავთარაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG