Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ხვალიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მანქანებისთვის BUS Lane-ზე მოძრაობა დაშვებულია


თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ერთი კვირის განმავლობაში, ხვალიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის ქუჩებში, BUS Lane-ზე მოძრაობა დაშვებული იქნება. უწყებაში განმარტავენ, რომ საჯარიმო ქვითრები არ გამოიწერება.

"გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა, კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი... აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად, ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს", - აღნიშნავენ მერიაში.

თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს წესი ერთი კვირის განმავლობაში ჭავჭავაძის გამზირზეც იმოქმედებს, სადაც "ბასლაინები" მოძრაობის საპირისპირო მხარეს არის მოწყობილი. გამზირზე ორი-ორი ზოლი იქნება მანქანებისთვის.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 28 ნოემბრის შემდეგ გაჩერებულია. ამ დროიდან მოქალაქეებს გადაადგილება ტაქსით ან პირადი მანქანით უწევთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეიდან უნდა ამუშავებულიყო, მაგრამ საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა ძალაში დატოვა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების შემდეგ დედაქალაქის ქუჩებში საცობები გაჩნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG