Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდასხმა მოხდა ავღანეთის პრეზიდენტის ოფისის თანამშრომელზე, მოკლულია მისი მძღოლი


ავღანეთის ოფიციალური ინფორმაციით, ბომბის აფეთქების შედეგად დაშავდა ავღანეთის პრეზიდენტის ოფისის თანამშრომელი, ხოლო მისი მძღოლი დაიღუპა.

ქაბულში მომხდარი თავდასხმის შესახებ პოლიცია იტყობინება, რომ მაგნიტური ბომბი მიმაგრებული იყო მანქანაზე, რომელსაც მიჰყავდა პრეზიდენტის მრჩეველთა განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე, ჯავიდ ვალი. ვალი მძიმე არის დაჭრილი, ხოლო მძღოლი, დაიღუპა, განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციული ოფისის ხელმძღვანელმა, ფაზელ ფაზლიმ.

პოლიციით თანახმად, კიდევ სამი პირი დაშავდა აფეთქების შედეგად.

პასუხიმგებლობა მომხდარისთვის ჯერ-ჯერობით არავინ იკისრა. ავღანეთში ბოლო ხანს გახშირდა მთავრობის თანამშრომლებზე, ჟურნალისტებზე, სასულიერო პირებზე, პოლიტიკოსებსა და უფლებადაცვის აქტივისტებზე თავდასხმები.

ამ ფონზე ყატარში მიმდინარეობს მოლაპარაკება მთავრობის წარმომადგენლებსა და თალიბანს შორის, რათა დასრულდეს 20- წლიანი ომი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG