მსხვილი სავაჭრო ცენტრები თბილისში 1 და 2 იანვარსაც იმუშავებენ, შემდეგ კი ფუნქციონირებას დროებით ისევ შეაჩერებენ.
- „თბილისი მოლის“ ცნობით, სავაჭრო ცენტრი ღია იქნება 12:00-დან 19:00 საათამდე;
- „სითი მოლი“ 1-2 იანვარს 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს;
- „გალერია თბილისი“ - 09:30-დან 19:00 საათამდე;
- „ისთ ფოინტში“ 1 იანვარს მაღაზიები ღია იქნება 13:00-დან 19:00 საათამდე, ხოლო 2 იანვარს - 08:00-დან 19:00 საათამდე. გამონაკლისი იქნება "დომინო" - ჰიპერმარკეტი არ იმუშავებს;
- "გორგია" მხოლოდ 2 იანვარს 09:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 იანვრიდან 16 იანვრამდე ყველა სავაჭრო ცენტრი ისევ დაიხურება.