Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო ერთი პირი დააკავეს


ბათუმში პოლიციამ დააკავა არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრი ირაკლი ფანგანი, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის თავზე ნაგვის დაყრისთვის.

დაკავების ვიდეოს ფეისბუკის გვერდზე თავად „ალტერნატივა“ ავრცელებს.

პოლიციის განმარტებით, ფანგანი დაკავებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რომელიც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩადენილია ძალადობით ან ძალადობის მუქარით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ინციდენტი ბათუმში 23 იანვარს მოხდა, როდესაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივის" წევრებმა თავზე ნაგავი დააყარეს.

გამოძიება დაიწყო ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრის ფაქტზე

ნიკა მელია ბათუმში მომხდარზე: „არ იყო სასიამოვნო საყურებელი, მაგრამ“...

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ნაგავი დააყარეს

2018 წელს მსგავსი ინციდენტი მოხდა გორში, სადაც აქტივისტს გორის მერიის თანამშრომელმა დაამხო თავზე ნაგვის ურნა.

XS
SM
MD
LG