Accessibility links

site logo site logo

პროკურატურის მოთხოვნით ივერი მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს


მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ "კარტოგრაფების საქმეზე" დაკავებული ივერი მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა თავად მელაშვილისთვის.

პროკურორი აცხადებდა, რომ არსებობს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე „წინარე ქმედებებიდან გამომდინარე“.

"თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ დაგვიჭირეს, ახლა სამსახურშიც აღარ მიგვიღონ, რა დამოკიდებულებაა ეს, ცოტა არ მესმის ეს ყველაფერი. სამსახურში მე ვასრულებ იმას, რასაც ხელმძღვანელობა მავალებს. რა პროკურატურის საქმეა, სამსახურიდან გაშვება. ამას წყვეტს ხელმძღვანელობა და არა პროკურატურა", - თქვა ივერი მელაშვილმა.

მას უფლებამოსილება ამ საქმის წარმოების დროს შეჩერებული ჰქონდა.

მელაშვილი და მასთან ერთად დაკავებული ნატალია ილიჩოვა სასამართლომ პატიმრობიდან პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაათავისუფლა. მათ 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პატიმრობა აღარ ემუქრებათ, ამ საქმეზე სისიხლის სამართლის საქმე კვლავ გრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის პარალელურად აქცია იმართებოდა. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებდნენ, რომ დაკავებულები პოლიტპატიმრები იყვნენ და უნდა გათავისუფლებულიყვნენ. სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე საქმის პროკურორმა თქვა, რომ მოითხოვდნენ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და პატიმრობის ნაცვლად გირაოს მოითხოვდნენ.

პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის საქმეზე სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამ დრომდე მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. იმის მიუხედავად, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებიდან რამდენიმე თვე გავიდა, აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებზე პროკურორებმა მხოლოდ 20 იანვარს ისაუბრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG