საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი (მეტრო, ავტობუსი, მიკრო ავრობუსი) ამუშავდება. ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ტრანსპორტი შაბათ-კვირას კვლავ გაჩერებული იქნება.
თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და სხვა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 28 ნოემბრის შემდეგ გაჩერებულია. მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ ტაქსით ან პირადი მანქანით შეუძლიათ. შეზღუდვა 1 თებერვლიდან ბათუმში მოიხსნა.