Accessibility links

logo-print logo-print

ლილოს ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. იგი უკვე ლოკალიზებულია


ლილოს ბაზრობაზე დღეს დილით ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად, იგი ამ დროისათვის უკვე ლოკალიზებულია. არსებული ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებული იყო რამდენიმე მაღაზიაში და არსებობდა ცეცხლის სხვა მაღაზიებზე გავრცელების საშიშროებაც.

როგორც რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისათვის უკვე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების 11 ჯგუფი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის ჯერჯერობით უცნობია.

„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას ცნობით, დამწვარია სამი მაღაზია, რომლის საერთო ფართი 60 კვადრატული მეტრია. მისივე ცნობით, მაღაზიები დაზღვეული იყო.

ღია და დახურულმა ბაზრობებმა მუშაობა დღეიდან, 8 თებერვლიდან განაახლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG