ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, მიროსლავ ლაიჩაკი, აცხადებს, რომ კოსოვოს ლიდერებს შორის არსებობს „მკაფიო წარმოდგენა“ მეზობელ სერბეთთან ვითარების ნორმალიზების თაობაზე ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების გარშემო.
ამის შესახებ ლაიჩაკმა პრიშტინაში 2 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, მოქმედ პრეზიდენტ ვიოსა ოსმანთან შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ იმედოვნებს, სერბეთი და კოსოვო რამდენიმე თვეში მივლენ „ყოვლისმომცველ შეთანხმებამდე“.
ევროკავშირის წარმომადგენლის კოსოვოში ვიზიტის ფონია ამ ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მემარცხენე-ნაციონალისტურმა პარტია ვეტვენდოსიემ (თვითგამორკვევა) გაიმარჯვა.
კოსოვოს პრეზიდენტმა, ვიოსა ოსმანიმ და მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, ვეტვენდოსიეს ლიდერმა, ალბინ კურტიმ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრის დროს განაცხადეს, რომ მზად არიან დიალოგის გაგრძელებაზე ბელგრადთან, მაგრამ იმ პირობით, რომ მოლაპარაკების პროცესი არ შეეხება კოსოვოს სუვერენიტეტს, საკონტიტუციო მოწყობისა და საზღვრის საკითხებს.
კოსოვომ, სერბეთის ყოფილმა ოლქმა, 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც ბელგრადი არ ცნობს.
კოსოვოც და სერბეთიც, რომლებიც ევროკავშირში შესვლისკენ მიისწრაფვიან, აწყდებიან დასავლეთის მხრიდან მზარდ ზეწოლას მოლაპარაკებების განახლების თაობაზე.
ევროკავშირის წარმომადგენელი პრიშტინაში ჩავიდა კოსოვოსა და სერბეთს შორის ვითარების ნორმალიზების მიზნით

ყველაზე პოპულარული
1