Accessibility links

site logo site logo

ზარქუა: ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, არაფერი არ აშენდება, ფაუნა-ფლორაში იცხოვრეთო


"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ფიქრობს, რომ "ნამახვანჰესი" მაღალი სტანდარით აშენდება და საფრთხეებს არ შექმნის. ამის დასტურად მან თქვა, რომ "ენგურჰესის" აშენების დროს მოქალაქეები "ცემენტს იპარავდნენ" და ამ პირობში აშენების მიუხედავად, მაინც მუშაობს კაშხალი. პარლამენტში საკომიტეტო განხილვის დროს მან ეკოლოგების მოსაზრებებიც გააკრიტიკა.

"ჩემო ზვიად [მიმართავს ზვიად ტომარაძეს], შენ რომ გიყვარს და მე რომ მიყვარს ეს ეროვნული პროდუქტი, უფრო მეტი უნდა გაიყიდოს და კონკურენტუნარიანი იყოს. სწორედ, აბა, წარმოიდგინე, იმ ჰესის გამომუშავებული ენერგიით რომ არ იყოს ის გაკეთებული, დღეს გაცილებით სხვა ღირებულება ექნებოდა იმ ჯემს, იმ პასტას, რომელსაც მე და შენ ალბათ ვგულშემატკივრობთ. ისეთი კონკურენტუნარიან ფასში ვერ იქნებოდა. მე არ ვარ იმის მომხრე, აპრიორი უნდა აშენდეს ან არ უნდა აშენდეს [ჰესი]. ეკოლოგისტებს რომ დავუთმოთ ეს ქვეყანა, არაფერი არ აშენდება, ფაუნა-ფლორაში იცხოვრეთო. მეორეს მხრივ, ეკონომიკა არ გვექნება 50-მილიარდიანი", - განაცხადა ზარქუამ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტში ორ საათზე მეტია "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობს. კომიტეტს ესწრებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მინისტრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG