Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა იმნაძე აცრის შემდეგ: თავს ვგრძნობ გადასარევად


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პირველია, ვინც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გაიკეთა დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. პაატა იმნაძე ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინით აცრეს.

„თავს ვგრძნობ გადასარევად“, - უთხრა აცრის შემდეგ მედიას პაატა იმნაძემ.

მისი განცხადებით, ვაქცინაცია ეპიდემიის დასრულების დასაწყისია და თუ გვსურს, რომ ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას: „მინდა ყველა კოლეგას, ნებისმიერ ჩვენ თანამოქალაქეს მოვუწოდო, რომ იმისათვის, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ნორალური ცხოვრების რიტმში, აუცილებელია, ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას. პირველ რიგში, ეს ეხება, რა თქმა უნდა, ჩემს კოლეგებს“.

პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. 14 მარტის მონაცემებით, ასაცრელად დარეგისტრირდა 2 ათასზე მეტი მედიკოსი. პაატა იმნაძის განცხადებით, ჯერჯერობით ვერ იტყვის იმას, რომ აქტივობა დაბალია და რაიმე განგაშის საფუძველი არსებობს.

საქართველომ AstraZeneca-ს ვაქცინების პირველი პარტია, 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. 22 მარტისთვის ქვეყანა ელოდება ამერიკულ-გერმანული Pfizer-BioNTech-ის ვაქცინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG