Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თქმით, თავიდან იქნა აცილებული „რუსეთის ჰაკერების მასშტაბური კიბერთავდასხმა“


უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ თავიდან იქნა აცილებული საიდუმლო სამთავრობო რესურსებზე „რუსეთის ჰაკერების მასშტაბური კიბერთავდასხმა“.

უკრაინის ხელისუფლებამ თავდასხმაში დაადანაშაულა ფსბ, კერძოდ, „მის კონტროლქვეშ მყოფი ჰაკერული დაჯგუფება Armageddon-ი“. რუსეთის სპეცსამსახურში ამ ბრალდებაზე ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი.

კიევში აღნიშნეს, რომ „უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერატიული რეაგირების წყალობით მოხერხდა შედეგების ნეიტრალიზება“.

ადრე უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ დაადანაშაულა მოსკოვი მსხვილი ჰაკერული თავდასხმების მოწყობაში. ის მათ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილს უწოდებს. რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG