Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი აცხადებს, რომ რუსეთი პასუხს აგებს თავის ქმედებებზე


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსკოვთან მიმართებით შეინარჩუნებს სრულიად სხვა მიდგომას, ვიდრე ჰქონდა ტრამპის ადმინისტრაციას. ამის თაობაზე რადიოსადგური "ამერიკის ხმა" იუწყება თეთრის სახლის პრესმდივან, ჯენ პსაკზე დაყრდნობით.

„რუსეთთან ახლანდელი ადმინისტრაციის დამოკიდებულება ერთობ განსხვავებული იმისგან, რასაც ჩვენ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ვადევნებდით თვალს“, - განაცხადა პსაკიმ.

მას შემდეგ, რაც ამერიკის დაზვერვამ დაადასტურა, რომ რუსეთი ცდილობდა ჩარევას აშშ-ის პრეზიდენტის 2020 წლის არჩევნებში, 18 მარტს თეთრ სახლში რუსეთის პასუხსიმგებლობაზე ალაპარაკდნენ.

„ცხადია რუსეთი პასუხს აგებს თავის ქმედებაზე“, - განუცხადა ჟურნაუსტებს თეთრი სახლის პრესმდივანმა. თუმცა ჯენ პსაკის არ დაუზუსტებია, თუ რა სახის პასუხისმგებლობაზეა საუბარი.

აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა მას შემდეგ, რაც 2 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ხელისუფლების შვიდ წარმომადგენელს მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაზვერვამ „დიდი ალბათობით“ დაასკვნა, რომ აგვისტოში ნავალნის მოწამვლასთან ფსბ-ს ოფიცრები იყვნენ კავშირში.

მას შემდეგ, რაც მოწამვლის გამო გერმანიაში მკურნალობის შემდეგ ნავალნი რუსეთში დაბრუნდა, ის აეროპორტში დააკავეს და სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა ძველი ბრალდებით, რომლისთვისაც მას უკვე ჰქონდა მისჯილი პირობითი პატიმრობა.
რუსეთმა განაცხადა, რომ მოსკოვიც გეგმავს საპასუხო ზომებს აშშ-ის მოქალაქეთა მიმართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG